|
2020-05-18 20:33:33, 1371 ნახვა
კომენტარი
ჩიქოვანი - Covid-19-თან ეფექტურმა ბრძოლამ, საქართველოს მისცა შესაძლებლობა, ტურისტული მიზნებისთვის უსაფრთხო დანიშნულების სახელმწიფო ყოფილიყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა მადლობა გადაუხადეს ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს იმ სამუშაოსთვის, რომელიც მათ გაწიეს ჩვენი თანამოქალაქეების საქართველოში დაბრუნებისთვის. საქართველო წარმატებულია არა მხოლოდ Covid-19-თან ბრძოლაში, არამედ საქართველო დღეს გახლავთ გამორჩეული სახელმწიფო, რომელმაც ძალიან ბევრი საკუთარი თანამოქალაქის დაბრუნება შეძლო სამშობლოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენმა დიპლომატებმა და საკონსულო წარმომადგენლობებმა, მსოფლიოს მასშტაბით - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისივე თქმით, Covid-19-თან ეფექტიანმა ბრძოლამ და მისგან გამოწვეული რისკების მართვამ საქართველოს მისცა შესაძლებლობა, ყოფილიყო უსაფრთხო დანიშნულების სახელმწიფო ტურისტული მიზნებისთვის და ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად ელჩებმა კონკრეტული ინსტრუქციები მიიღეს. „საქართველოს მთავრობას არაერთხელ ჰქონდა გაცხადებული, რომ ის გამოწვევები, რომელიც Covid-19-მა მოიტანა, ასევე ქმნიდა შესაძლებლობებს. Covid-19-თან ეფექტიანმა ბრძოლამ და მისგან გამოწვეული რისკების მართვამ საქართველოს მისცა შესაძლებლობა, რომ ტრადიციულად ბრენდირებული თემების გარდა საქართველო ყოფილიყო ასევე უსაფრთხო დანიშნულების სახელმწიფო ტურისტული მიზნებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და ამ შესაძლებლობების გამოსაყენებლად ჩვენმა ელჩებმა მიიღეს კონკრეტული ინსტრუქციები. Covid-19-ის პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა ასევე მსოფლიოში დააყენა ახალი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესის რელოკაციასთან, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ცვლილებასთან. საქართველო უნდა იქნას შეთავაზებული ამ ბიზნესებისათვის, როგორც შესაძლო დანიშნულების ადგილი, როგორც ქვეყანა, რომელშიც ძალიან ადვილი და მარტივია ბიზნესის წარმოება და ესაა დადასტურებული სხვადასხვა რეიტინგებში, არაერთი წელია. აგრეთვე, საქართველო არის ის სახელმწიფო რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ისეთ ბაზრებთან როგორიცაა ევროკავშირი, ჩინეთი და სხვა რაც რეალურად მიმზიდველს ხდის ბევრი ბიზნესისთვის ჩვენს ქვეყანას. ჩვენს ელჩებს და დიპლომატებს მიეცათ დავალება, რომ ამ მიმართულებით იმუშაონ ადგილსამყოფელ სახელმწიფოებში,"- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)