|
2020-05-18 20:24:19, 2020 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში, ვიზიტორთა რაოდენობის შეზღუდვის მიზნით, სანაპიროებზე ცვლილებები იგეგმება
იტალიის ზოგიერთ, გადატვირთულ და პოპულარულ სანაპიროებზე, ქვეყანაში შექმნილი ვითარებედან გამომდინარე ვიზიტორებს რაოდენობის შეზღუდვის მიზნით, ტურისტებს შეცვლილი სანაპირო ზოლი დახვდებათ. მოგეხსენებათ ევროპაში, ყველაზე მძიმე დარტყმა, კორონავირუსმა იტალიას მიაყენა, რის გამოც ქვეყანა სავარაუდოდ მილიარდობით ევროს დაკარგავს ტურისტების სიმცირის გამო. იტალიაში, ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი დარგია, რომელზეც სტატისტიკის თანახმად, მშპ-ს 13% მოდის. 2018 წლის მონაცემებით, იტალიაში, რომელცი ევროპაში მესამე ადგილზეა ყველაზე პოპულარულ და მიმზიდველ ადგილმდებარეობებს შორის, ტურისტებმა 25,5 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს გამოსავალი იპოვოს, რათა 2020 წლის ზაფხულში ტურისტებს ქვეყანაში უსაფრთხო მოგზაურობის საშუალება მისცეს. მათ წარადგინეს ზოგიერთი იდეა, რომელიც დამსვენებელს მისცემს საშუალებას სოციალური დისტანცია დაიცვას სანაპიროებზე, ამ გაიდლაინებს კი თითოეული დაწესებულება წარუდგენს მათ. სანაპიროებზე დამსვენებლებს ელექტრონულ სამაჯურების ტარება მოუწევთ, ასევე ქუდების სადაც ნომრები ეწერება და შესაძლოა სანაპიროზე განსაზღვრული დროის გასატარებლად ჯავშნის გაკეთებაც მოუწიოთ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)