|
2020-05-18 13:54:55, 1523 ნახვა
კომენტარი
რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღეს კიდევ ერთი პაციენტის გაწერას გეგმავენ
რესპუბლიკურში 43 ინფიცირებული პაციენტი იმყოფება და დღეს ერთი პაციენტის გაწერას ვგეგმავთ - ამის შესახებ, რესუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა. მან ასევე აღნშნა, რომ მხოლოდ ერთი მძიმე პაციენტი ჰყავთ, ხოლო დღეს კიდევ 7 პაციენტის ტესტირების და 6 პაციენტის რეტესტირების პასუხს ელოდებიან. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში 63 პაციენტი იმყოფება, აქედან 43 პაციენტს დაუდასტურდა ინფექცია. დღეს კიდევ ერთ პაციენტს გავუშვებთ, ორი ნეგატიური ტესტის პასუხის გამო. კიდევ 6 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და რეტესტირების რეჟმში გადავიდნენ. ბოლო 2 დღეა კლინიკაში ინფიცირებული აღარ მიგვიღია, ბოლოს მივიღეთ ბოლნისიდან ერთი ინფიცირებული. თვითონ ჩვენთან არცერთ პაციენტს არ დადასტურებია ინფექცია. გვყავს ერთი მძიმე პაციენტი, რომელიც მართვით სუნთქვაზეა, იგი ასაკოვანი პაციენტია. ბოლო ორი დღეა მის ჯანმრთელობაში სტაბილურობის ელემენტები იკვეთება, რაც დადებითი დინამიკის იმედს გვიჩენს. გვყავს პნევმონიით, რამდენიმე პაციენტი და რენდგენელოგიურად გაუმჯობესება შეინიშნება და ვფიქრობთ აქ მეტი წარმატებით მივდივართ. ეხლა 7 პაციენტს უკეთდება ტესტირება და მედპერსონალს ვუკეთებთ ტესტირებას“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)