|
2020-05-18 13:17:55, 1381 ნახვა
კომენტარი
გიორგი კახიანი - ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვართ ერთგული შეთანხმების, იმედი მაქვს, ოპოზიციაც მას მხარს დაუჭერს
ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვართ ერთგული შეთანხმების, იმედი მაქვს, ოპოზიციაც მას მხარს დაუჭერს, რადგან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხი არის უმნიშვნელოვანესი - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ დღეს სასამართლომ არ შეცვალა ნიკა რურუასთვის აღკვეთი ღონისძიება, არ შეიძლება გახდეს ოპოზიციის მხრიდან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. „ყველას კარგად გვესმის, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხი არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ძალიან მალე არის არჩევნები და ის თემა, რაზეც არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი პოლიტიკურ ჯგუფებს შორის უნდა იქნეს ბოლომდე მიყვანილი, კერძოდ. შეთანხმების დეტალები უნდა იყოს კონსტიტუციაში ასახული და ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ რომ ვართ ერთგული იმ შეთანხმების, რაზეც ადრე ვისაუბრეთ. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაც მას მხარს დაუჭერს",- განაცხადა გიორგი კახიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)