|
2020-05-14 16:33:14, 10948 ნახვა
ომი უკრაინაში
აჭარის საკარანტინე სივრცეებიდან ოჯახებს 325 ადამიანი დაუბრუნდა
აჭარაში საკარანტინე სივრცეები 325-მა ადამიანმა დატოვა. ისინი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში 14-დღიან სამედიცინო მეთვალყურეობას გადიოდნენ. დღეს, კი სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ტრანსპორტით მათ ქვეყნის მასშტაბით საკუთარ ოჯახებში დააბრუნებენ. ამ ეტაპზე, აჭარის სასტუმროებში განთავსებულ საკარანტინე სივრცეებში 1300-მდე ადამიანი რჩება. ჯამში, კი რეგიონში სავალდებულო კარანტინი 6000-მდე ადამიანმა გაიარა. აჭარაში საკარანტინე სივრცეების ორგანიზებას, მართვასა და ფინანსურ უზრუნველყოფას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მესამე თვეა უზრუნველყოფს. აჭარის მასშტაბით საკარანტინე სივრცეები 27 სასტუმროშია განთავსებული, სადაც დაცულია სტუმრებისა და პერსონალის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო პირობა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)