|
2020-05-14 10:44:18, 8686 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, COVID-19-ით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტის წყარო ცნობილია, ისინი საკარანტინე სივრციდან არიან
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, COVID-19-ით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტის წყარო ცნობილია, ისინი საკარანტინე სივრციდან არიან. მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 33 პაციენტი მკურნალობს. „ამჟამად კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 258 პაციენტი და ეს არის დაახლოებით, დადასტურებული პაციენტების 39%. ხუთივე ახალი პაციენტი არის ცნობილი წყაროდან და ყველანი იყვნენ საკარანტინე სივრცეში. ჩვენთან არც ერთი არ არის შემოყვანილი. ჩვენს ცენტრში რჩება უცვლელი სიტუაცია. გვყავს 33 დადასტურებული პაციენტი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა რჩება იგივე. შეგვეცვალა მძიმე პაციენტების სტრუქტურა. ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს და მასთან დღესაც სტაბილური სიტუაციაა, მაგრამ ჯერ პროგნოზზე ვერ ვილაპარაკებ. მძიმე პაციენტები აღარ გვყავს. ძირითადად პაციენტები საშუალო სიმძიმის არიან“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)