|
2020-05-13 15:51:26, 1840 ნახვა
კომენტარი
გამყრელიძე - ის, რომ „რემდესივირის“ პრეპარატი სრულიად კურნავს კოვიდ-19-ს მსგავსი კვლევები არ არსებობს
ის რომ არსებობდეს მხარე მტკიცებულებები, რომ ამ პრეპარატს განსაკუთრებული როლი აქვს, კოვიდ-19-ის განკურნებაში, რომ ის სრულად კურნავს, ამ ტიპის კვლევები არ დადასტურებულა - ამის შესახებ, ამირან გამყრელიძემ, ჯანდაცვის სამინისტროშi გამართულ ბრიფინგზე ისარგებლა. მან ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ამის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა ჩაატაროს მულტი ცენტრული კვლევა, ამ პრეპარატის თვისებების საკვლევად, სადაც საქართველოც იღებს მონაწილეობას. “ძალიან დიდი აჟიოტაჟია ატეხილი „რემდესივირთან“ დაკავშირებით, ეს პრეპარატი შექმნილია 2015 წელს, კომპანია „გილიარდის“ მიერ, რომელიც ძალიან ძლიერი კომპანიაა ანტი ვირუსულ პრეპარაპების წარმოებაში. იგი შეიქმნა დასავლეთ აფრიკაში, ებოლას ეპიდემიის დროს, 2014-2015 წლებში. შემდეგ ეს პრეპარატი გამოიყენეს ჩინეთში, იანვარ-თებერვალ-მარტში უხანში, ეპიდ აფეთქების დროს. ეს პრეპარატი ახლა გამოიყენება 210 ქვეყანაში, იქ სადაც კორონავირუსის პანდემია არის. ის რომ არსებობდეს მხარე მტკიცებულებები, რომ ამ პრეპარატს განსაკუთრებული როლი აქვს, კოვიდ-19-ის განკურნებაში, რომ ის სრულად კურნავს, ამ ტიპის კვლევები არ დადასტურებულა. არსებობს ურთიერთ საწინააღმდეგო კვლევები, რის გამოც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა ჩაატაროს მულტი ცენტრული კვლევა, მრავალ ქვეყანაში და დაადასტუროს ან უარყოს ამ პრეპარატის სარგებლობა, ან რამდენად ეტიოტროპულია. ამ ტიპის კვლევას სოლიდარობის კვლევა ჰქვია, რომელსაც კოორდინირებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უწევს და ამ კვლევაში ჩართულია საქართველოც. იმის გამო, რომ საქართველოს ძალიან კარგი გამოცდილება აქვს ანტივირუსული პრეპარატების გამოყენების და ასევე მოგეხსენებათ საქართველოს პრესტიჟ განსაკუთრებით ამაღლდა C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებისას და ვფიქრობ ამიტომ შეირჩა ერთერთ კანდიდატ ქვეყანად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)