17:46 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-12 20:04:16, 2018 ნახვა

რეგიონი
აჭარაში საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს

აჭარაში საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან  ერთად გაეცნო. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობთ, აჭარის ყველა მუნიცპალიტეტის ფერმერებს, სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეეძლებათ.

,,საქართველოს მთავრობის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად თითოეულ გლეხს, ფერმერს ექნება მაქსიმალური  მხარდაჭერა. აჭარის საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში  ყველა მუნიცპალიტეტის ფერმერებს, სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება ფაქტობრივად უფასოდ შეეძლებათ" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალსოფელის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საჩითილე მეურნეობა დაათვალიერა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა - ,,მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის'' ფარგლებში  წარმოებული ჩითილები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერებს უსასყიდლოდ დაურიგდება.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით აქტიურად მიმდინარეობს ჩითილების გამოყვანა, რაც დაურიგდებათ ფერმერებს, გლეხებს და ისინი შეძლებენ მაქსიმალურად განავითარონ ადგილობრივი წარმოება.

აჭარის ფერმერთა საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, სარგავი და საჩითილე მასალა უზრუნველყოფს უხვი და ხარისხიანი მასალის მიღებას. ჩითილები  ფერმერებს უსასყიდლოდ გადაეცემათ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics