12:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-12 14:26:21, 1055 ნახვა

კომენტარი
გახარია ინფიცირებულთა რაოდენობაზე - დღეს მიზეზი გვაქვს კარგ ხასიათზე ვიყოთ, თუმცა მოდუნების საშუალებას ეს არ გვაძლევს

მიხარია, რომ კარგად ხასიათზე ხართ, დღეს ამისთვის გარკვეული საბაბიც გვაქვს. დღეს, 12 მაისს, მოგეხსენებათ, პირველად გვყავს ერთი ინფიცირებული და 16 გამოჯანმრთელებული, თუმცა, ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ მოვდუნდეთ - ამის შესახებ, პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მან ასევე მოუწოდა საბჭოს წევრებს, საკუთარი სფეროების გაღვივების და ზრდის მიმართულების ძიებისკენ.

„მიხარია, რომ კარგად ხასიათზე ხართ, დღეს ამისთვის გარკვეული საბაბიც გვაქვს. დღეს, 12 მაისს, მოგეხსენებათ, პირველად გვყავს ერთი ინფიცირებული და 16 გამოჯანმრთელებული, რაც არის სერიოზული მიღწევა. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი მონაცემებით, სრულად ინფიცირებული არის 336, ხოლო გამოჯანმრთელებული 349. თუმცა, ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ მოვდუნდეთ. პირიქით, უფრო მკაცრად უნდა მოვითხოვოთ ელემენტარული წესების დაცვა, რომელსაც გვიწესებენ ჯანდაცვის თანამშრომლები.

დისციპლინა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც გვაძლევს გარანტიას, რომ შევძლებთ ეკონომიკური საქმიანობის ამოქმედებას სხვებთან შედარებით უფრო ეფექტურად და უფრო სწრაფად. ამას კი აქვს დიდი მნიშვნელობა.

ყველამ ერთად, ჩვენი სფეროების მიმართულებით უნდა ვეძებოთ ზრდისა და გარღვევების ის წერტილები, სადაც ქვეყანას შეუძლია, თავისი წარმატებული მენეჯმენტი, წარმატებული გამკლავება კორონავირუსთან, როგორც ინფექციის მართვაში, დავაკონვერტიროთ ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვიბრძვით ორი მიმართულებით ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ეკონომიკური სწრაფი აღდგენა, ვგულისხმობთ ამას. საქართველოს შეუძლია, ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანიც და ჩვენი დევიზიც", - განაცხადა, გიორგი გახარიამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics