|
2020-05-12 12:17:57, 2496 ნახვა
მსოფლიო
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინფიცირებულის აღმოჩენის გამო თეთრ სახლში დამცავი პირბადეების გარეშე შესვლა აიკრძალა
თითოეული, ვინც თეთრი სახლის ტერიტორიაზე შედის, ვალდებულია დამცავი ნიღაბი გაიკეთოს, ეს განკარგულება ორშაბათიდან შევიდა ძალაში, იმის მერე რაც ტრამპის საახლობლო წრეში გამოვლინდა ინფიცირებული და ორი კვირით კარანტინში მოათავსეს. განკარგულება არ ეხება მხოლოდ ერთ ადამიანს - აშშ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომელმაც განაცხადა, რომ ფედერალებმა „შეძლეს გამოწვევის მიღება“ და საკმარისი რაოდენობის ტესტი გამოუშვეს. თვითონ ტრამპი კი ყოველდღიურად აბარებს ანალიზს, ისევე როგორც ყველა ვინც მოხუცებულთა თავშესაფარში მუშაობს ან ცხოვრობს. სოციალურ-სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე რეზიდენტები, რომელთა რაოდენობა არა ნაკლებ მილიონს შეადგენს, პირველ რიგში მოწმდებიან. ამ დროისთვის, ვირუსის მატარებლებისთვის ტესტებით 9 მილიონზე მეტ ამერიკის მოქალაქეს მოამარაგებენ. „ტესტირების გაფართოებას მიზნით, ბრძანება უკვე გაცემულია, ადგილობრივ ხელისუფლებას კიდევ 1 მილიარდი დოლარი გადაეცემა. ჩვენ ეს გავაკეთეთ, თანხა უკვე მათ ანგარიშზეა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. თეთრი სახლი ფინანსური მხარდაჭეარ, კარანტინის ზომების მოხსნის სურვილია, რომელიც გუბერნატორებმა შემოიღეს თითოეულ შტატში განსხვავებული სიმკაცრით. ხოლო მათი მოხსნა მხოლოდ საკმარისი რაოდენობის ტესტების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი, რომელიც აშშ-ს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)