|
2020-05-12 10:51:17, 10047 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კრიტიკული პაციენტია, სამს კი მძიმე პნევმონია აქვს
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კრიტიკული პაციენტია, სამს კი მძიმე პნევმონია აქვს, - აღნიშნულის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ სამ პაციენტთან მიღებულია სტაბილიზირება, კრიტიკულ პაციენტთან კი ჯერჯერობით რთულია რაიმეს პროგნოზირება. „ჩვენთან ამ ეტაპზე 37 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. გაეწერა სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი და უკვე 90 გამოჯანმრთელებული გვყავს ჩვენს ცენტრში. გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი, რომლის სტაბილიზირება მიღებულია. ამ ეტაპზე პროგნოზირება ჯერ შეუძლებელია, საჭიროებს მონიტორინგს. გარდა ამისა, გვყავს სამი პაციენტი მძიმე პნევმოპონიით, მათთან დაავადება არ პროგრესირებს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)