|
2020-05-12 10:44:04, 9487 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ19-ით ინფიცირებულ ახალ პაციენტთან კონტაქტში მყოფი ოთხი პირია მოძიებული
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ19-ით ინფიცირებულ ახალ პაციენტთან კონტაქტში მყოფი ოთხი პირია მოძიებული. ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ მან არ იცის მისი ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ ის საკარანტინე სივრციდანაა. „დღეს, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოგვემატა და ჯამში 639 ინფიცირებული გვყავს. გამოჯანმრთელებული გვყავს 349. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს ინფიცირებულებს. ანუ მკურნალობს 279 და 379 გამოჯანმრთელებულია. ახალი შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი 4 პირია მოძიებული, რომელთა პისიარ დიაგნოსტიკა გამეორებას საჭიროებს და დღეს დასრულდება კვლევა. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში როცა განმეორებას ითხოვს ხოლმე, უარყოფითი პასუხი მოდის. ინფიცირების წყარო უცნობია, საკარანტინე სივრციდანაა თუ არ ვცდები, მაგრამ წყარო არ ვიცი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)