|
2020-05-11 19:36:31, 2134 ნახვა
რეგიონი
პრემიერ-მინისტრმა ფოთში ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, სადაც მომავალი წლიდან საზღვაო აკადემია დაიწყებს ფუნქციონირებას
მომავალი წლიდან ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება, რომელიც ქვეყნის ლოგისტიკურ ცენტრებს კომპეტენტური კადრებით მოამარაგებს, - ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ თამარ იოსელიანთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და 9 თვეში დასრულდება. საწყის ეტაპზე ის იქნება მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული მაღალი დონის სასწავლებელი, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს უპასუხებს და ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი პროფესია შეიძინონ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გლობალური პანდემიით შექმნილი კრიზისის ფონზე, მსოფლიოში გამწვავდა სამუშაო ადგილების პრობლემა. ამიტომ, მთავრობამ კიდევ უფრო მეტად უნდა შეუწყოს ხელი, ისეთ პროფესიულ განათლებას ისეთ სპეციალობებზე, რომლებზე მოთხოვნაც მაღალია. 1000 სტუდენტზე გათვლილი სასწავლებლის სამშენებლო ნაწილის ღირებულება 5 876 164 ლარია. უკვე მომზადებულია სასწავლო მოდულების ადაპტაციის პროექტი; პროფესორ-მასწავლებლების გადამზადების გეგმა; ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები GIZ-თან პროფესიული მოდულების და სილაბუსების შესაქმნელად.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)