|
2020-05-10 19:12:15, 1248 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი - ჩვენს სტრუქტურებსა და დასავლურ სტრუქტურებს შორის არსებობს თანამშრომლობის უპრეცენდენტო ხარისხი
ჩვენს სტრუქტურებსა და დასავლურ მათ შორის, ბრიტანულ სტრუქტურებს შორის არსებობს თანამშრომლობის უპრეცენდენტო ხარისხი - ამის შესახებ,პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ არ ტოვებს არანაირ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ აქ განსხვავებული სტრატეგიაა რაზე ინფორმაციაც მათ არ აქვთ. „ურთიერთობის და თანამშრომლობის ის ხარისხი, რომელიც ჩვენსა და ბრიტანეთს და ზოგადად, დასავლეთის სპეცსამსახურებს გააჩნიათ, არ ტოვებს არანაირ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ აქ არის რამე განსხვავებული სტრატეგია ან რამე თემები მიმდინარეობს ისეთი, რაზეც ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს გაცვლილი", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, გამოცემა „დეილი მეილი" შემჩნეულია ასეთი ინფორმაციების გავრცელებაში, სადაც ისინი ყვებიან, რომ არსებობს ჰაკერთა ჯგუფი, რომელმაც ბრიტანული ლაბორატორიიდან მოიპარა ვაქცინის ფორმულა და რომ ეს ჯგუფი საქართველოში მდებარეობს თან თითქოს ის არის ირანთან და რუსეთთან დაკავშირებული. ისინი ასევე, ამბობენ, რომ ეს ჯგუფი მოპარული ვაქცინის ფორმულის უკან დაბრუნებაზე ევაჭრება და თუ მილიონ ფუნტ-სტერლინგს გადაუხდიან ან თუ კარგად ივაჭრებენ, შესაძლოა ნაკლებადაც დააბრუნონ ვაქცინა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)