|
2020-05-10 10:55:42, 11022 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში სულ 309 ადამიანი გამოჯანმრთელდა - ათობით ტესტზე პასუხი უარყოფითია
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 12 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სულ გამოჯანმრთელებულია 309 ადამიანი. ქვეყანაში კორონავირუსის 635 შემთხვევაა დადასტურებული. 10 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 372 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია,ანალიზებს შორის იმერეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების, რაიონების სამედიცინო დაწესებულებების მედპერსონალის, საკარანტინო სივრცეების პერსონალისა და ძევრის შშმ პირთა პანსიონატის ბინადრების ბიოლოგიური ნიმუშები იყო. აღსანიშნავია, რომმეათე დღეა, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ლაბორატორიებში გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოკვლეული იყო 246 პირის ანალიზი. ყველა პასუხი უარყოფითია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)