|
2020-05-09 16:48:13, 2377 ნახვა
მსოფლიო
რუსეთსა და ბელორუსიაში 9 მაისის აღლუმი გაიმართა (ვიდეო)
რუსეთი ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის თავს, საკარანტინე შეზღუდვების პირობებში აღნიშნავდა. მასშტაბური ღონისძიებები გადაიდო სამომავლოდ. ვლადიმერ პუტინმა მარადიულ ცეცხლთან, უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილების თაიგული მიიტანა და რუსებს დღესასწაული მიულოცა. სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ 9 მაისი - ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი დღესასწაულია ქვეყნისთვის. „სულიერი მნიშვნელობა, გამარჯვების ასაღნიშნავად უცლელია, ჩვენი დამოკიდებულება კი მის მიმართ წმინდა. ეს ჩვენი სიამაყე და სახსოვარია, ჩვენი ქვეყნის, თითოეული ოჯახის, ჩვენი სულის ნაწილი, რომელიც ჩვენ ჩვენმა მშობლებმა ბებიებმა და ბაბუებმა გადმოგვცეს“, - განაცხადა პუტინმა. კვლევის თანახმად, ომის დროს საბჭოთა კავშირში 27 მილიონი ადამიანი დაიღუპა. მიუხედავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებისა, ბელორუსიაში მინსკში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ისე როგორც შვედეთში, ბელორუსიაშიც არ მოქმედებდა კარანტინი. ლუკაშენკოს თქმით, ქვეყანას არ შეუძლია უღალატოს ტრადიციებს, რომელმაც 75 წლის მანძილზე ისტორიაში გმირობის სახელით შევიდა. აღლუმში 3 ათასმა ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)