|
2020-05-09 15:05:13, 1729 ნახვა
რეგიონი
დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების დღე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიულოცა
ფაშიზმზე გამარჯვების 75–ე წლისთავისთავთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის უხუცესი ვეტერანი მოინახულეს, დღესასწაული მიულოცეს და სასურსათო პაკეტი გადასცეს. ბოლნისში მცხოვრებ სამ ვეტერანს მუნიციპალიტეტის მერიისგან პირად ანგარიშზე 600 ლარი ჩაერიცხა. „75 წლის წინ ფაშიზმი დამარცხდა. ანტიჰიტლერულმა კოალიციამ, რომლის რიგებშიც ჩვენი თანამემამულეებიც იბრძოდნენ, კაცობრიობას აჩუქა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება, რომელმაც საფუძველი ახალ მსოფლიოს ჩაუყარა. მეორე მსოფლიო ომმა არაერთი ქართველის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ ამ ადამიანების სისხლი ტყუილად არ დაღვრილა, რადგან მათ ჩვენ თავისუფლება გვაჩუქეს. სამამულო ომის საიუბილეო თარიღი განსაკუთრებით ჩვენს ვეტერანებს მსურს მივულოცო. სამწუხაროა, რომ ყოველწლიურად ჩვენი დროის გმირები გვაკლდებიან. მათ ამაგს ჩვენ არასდროს დავივიწყებთ. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 3000-მდე მეომარი იბრძოდა, მათგან სამშობლოს მხოლოდ 500 დაუბრუნდა. ვეტერანებს დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ვუსურვებ და გმირობისთვის დიდ მადლობას ვუხდი“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)