23:14 - 13 Aug, 2026
|
2020-05-09 14:04:47, 14942 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა თავართქილაძის განცხადებით, მათ კლინიკაში ორი პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო. მისი თქმით, კლინიკაში მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ იმყოფება. "ამ ეტაპზე 66 პაციენტია ჩვენს კლინიკაში, კოვიდ ინფიცირებული არის 44 პაციენტი. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ დღეს დატოვებს კლინიკას. ველოდებით ასევე რეტესტირების პასუხს უკვე საღამოს და ამის შემდეგ გადაწყდება დატოვებენ თუ არა ისინი კლინიკას ხვალ ან ზეგ. რაც შეეხება ახლა პაციენტებს, ჩვენ ახალი პაციენტი არ დაგვმატებია. ყველა კოვიდ ინფიცირებულის მდგომარეობა არის სტაბილური. ორის მდგომარეობა არის საყურადღებო", - განაცხადა თეა თავართქილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)