|
2020-05-09 10:43:22, 13675 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ით დადასტურებული ახალი პაციენტი არ ჰყავთ, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი სამით გაიზარდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ით დადასტურებული ახალი პაციენტი არ ჰყავთ, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი სამით გაიზარდა. მისი თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და კლინიკაში კვლავ ერთი კრიტიკული და ერთი მძიმე პაციენტი რჩება. „ჩვენს ცენტრში აწევს 42 პაციენტი. აქედან ერთი არის შესაძლო შემთხვევა. ხოლო 41 დადასტურებული. ახალი დადასტურებული შემთხვევა არ შემოსულა. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა კვლავ უცვლელია . გვყავს 1 კრიტიკული და 1 მძიმე პაციენტი. ორივეს სიმძიმეს განაპირობებს თანაარსებული დაავადებები. ახალი გამოჯანმრთელებულებიდან 3 არის ჩვენი ცენტრის პაციენტი და სულ გვყავს 85 გამოჯანმრთელებული“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)