14:20 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-09 09:39:59, 1313 ნახვა

კომენტარი
გახარია 9 მაისზე - ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რამხელა ღვაწლი, წვლილი შეიტანა საქართველომ ქართველების სიცოცხლით ამ გამარჯვებაში

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

მისი თქმით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რამხელა ღვაწლი, წვლილი შეიტანა საქართველომ ქართველების სიცოცხლით ამ გამარჯვებაში.

„75 წელი გავიდა, როდესაც ამ პატარა ერმა 300 000 გმირი შესწირა ამ გამარჯვებას, მსოფლიოს ჯანსაღი ძალების გამარჯვებას ფაშიზმზე, დიდ ბოროტებაზე. მაგრამ ჩვენ ხანდახან გვავიწყდება, ხოლმე რომ საქართველომ ამხელა მსხვერპლი გაიღო, პატარა საქართველოსთვის 300 000 ახალგაზრდა ვაჟკაცის დიდი გამარჯვებისთვის, მაგრამ ეს შეწირვა მაინც ძალიან დიდი ტრაგედია და წვლილია. ამიტომ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, პატივი მივაგოთ და ამასთან ერთად, ბევრს უნდა გავახსენოთ, ვისაც ავიწყდება, რამხელა ღვაწლი, წვლილი შეიტანა საქართველომ, ქართველების სიცოცხლით ამ გამარჯვებაში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვებსაც ყოველთვის უნდა გავახსენოთ. პირველ რიგში, პატივი უნდა მივაგოთ მათ ხსოვნას, მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ღვაწლმოსილი ვეტერანები, რომლებიც უკვე იმ ასაკში არიან, რომ მათზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური მოვალეობა უნდა იყოს. ამიტომ, პირველ რიგში, ვულოცავ მათ, სახელმწიფო ზრუნავს მათზე და გააგრძელებს მათზე ზრუნვას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics