|
2020-05-08 17:24:22, 1864 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი - კუბილიუსის განცხადება უსაფუძვლო და არაკომპეტენტურია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის შეფასებით, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადება არა თუ მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ უსაშველოდ არაკომპეტენტურიც. მისი თქმით, ევროპარლამენტარის განცხადება, ერთი მხრივ, წარმოადგენს აშკარა, ღია მხარდაჭერას იმ დემაგოგიური პოლიტიკისას, რაც კუბილიუსის მოკავშირე პარტიას - „ნაცმოძრაობას“ გააჩნია, ხოლო მეორე მხრივ, ევროპარლამენტის ავტორიტეტის შეურაცხყოფაცაა, ვინაიდან ეს არ არის თვითონ ევროპარლამენტის პოზიცია. „შეთანხმების ნაწილი ე.წ. პოლიტიკური პატიმრების თემა ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ ჯერ ეს ერთი, კონკრეტული ბრალდებები აქვთ წაყენებული და ეს ბრალდებები დამტკიცებულია. აქედან გამომდინარე კუბილიუსის განცხადება არა თუ მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ უსაშველოდ არაკომპეტენტურია, ასე ვთქვათ. მას მიაჩნია, რომ ხელისუფლებას შეუძლია კონკრეტული ბრალდებები მოუხსნას კონკრეტულ პიროვნებებს და რაღაცა კონიუნქტურული მოსაზრებებით ამასთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილებები. ეს მისი პირადი პოზიციაა და რა ვალდებულებები აქვს ნაციონალური მოძრაობის მიმართ ამ კონკრეტულ პიროვნებას, ჩემთვის გაუგებარია. თუ არა რაღაც პოლიტიკური მოკავშირეობა, სხვა რა უნდა არსებობდეს. მაგრამ ესოდენ დიდი გადაცდომა გარკვეული სტანდარტიდან, მაფიქრებინებს, რომ დაუფიქრებელი არ არის ეს ნაბიჯი, გარკვეულ მიზანზეა ორიენტირებული და ეს მიზანი არის ყველა შესაძლებელი მექანიზმით კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ნაციონალური მოძრაობის კლასტერს საკმაოდ დაბალი პოლიტიკური რესურსი გააჩნია და ამ ხაზით იქნებ როგორმე შემოიტანონ რაღაც ახალი ელემენტები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ზოგადად, ვწუხვარ, რომ ამ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საქართველოს ამდენი შიდა და გარე გამოწვევების პირობებში, შიდა და გარე მტრების შემოტევების პირობებში, ემატება კიდევ ეს განცხადებაც, რომელიც ამ პერიოდში მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის, თუნდაც იყოს არაკომპეტენტური", - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარი ენდრიუ კუბილიუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავს და მათ 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)