|
2020-05-08 13:21:31, 1587 ნახვა
რეგიონი
სოფელი ქვემო ბოლნისი გაიხსნა, მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა სოფელში აღარ მოქმედებს
სოფელ ქვემო ბოლნისში 6 მაისს აღებული 31 ბიოლოგიური ნიმუშიდან კორნავირუსი არცერთ მოქალაქეს არ დაუდასტურდა. ბოლნისის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადაწყვეტილებით, კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სოფლის ტერიტორიაზე დღეიდან მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა აღარ მოქმედებს. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად სოფლის მოსახლეობის ნაწილთან, საკარანტინო შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. კორონავირუსის ბოლო დადასტურებული შემთხვევა სოფელში 6 აპრილს დაფიქსირდა. მას შემდეგ 2 საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში ახალი კორონავირუსული ინფექცია არცერთ მოქალაქეს არ დადასტურებია. მედიკოსები მოსახლეობაზე აქტიურ დაკვირვებას აწარმოებდნენ. ვინაიდან სოფელში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდა, ქვემო ბოლნისი გაიხსნა და მოქალაქეებს მიმდებარე ოთხ სოფელში გადაადგილება ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეუძლიათ. შეგახსენებთ, რომ ქვემო ბოლნისში 1 აპრილს ჩაიკეტა, სადაც კორონავირუსი 6 მოქალაქეს დაუდგინდა, აქედან 2 პირი კი გარდაიცვალა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრ საკარანტინო ზონად კვლავ რჩება ქალაქი ბოლნისი, დაბა კაზრეთი, სოფლები: რაჭისუბანი, ბალიჭი, ხატისოფელი, მუშევანი და სავანეთი. ეს ტერიტორიები ჩაკეტილია და საზღვრებზე მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რომლებსაც სამართალდამცველები აკონტოლებენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის COVID-19-ის 120 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 24 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. „2 დღის წინ ეპიდემიოლოგებმა ბოლნისის მუინიციპალიტეტში 33 ბიოლოგიური ნიუმუში აიღეს, საბედნიეროდ კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდგინდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში იზრდება გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც, ამ ეტაპზე 24 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს. ქვემო ბოლნისში ბოლო დადასტურებული შემთხვევა 6 აპრილს გვქონდა, ამ რიცხვიდან უკვე გავიდა ორი საინკუბაციო პერიოდი, ეს მონაცემები ჩვენთვის იმედისმომცემია და შესაძლებლობას გვაძლევს სოფელი გავხსნათ და მკაცრი საკარანტინო რეჟიმი, რომელიც თვეზე მეტია გრძელდება, მოვხსნათ. ახლა უკვე ქვემო ბოლნისის მოსახლეობას მიმდებარე ოთხ სოფელში გადადგილება თავისუფლად შეუძლია“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)