|
2020-05-08 10:54:56, 8389 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 44 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 44 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. მისი თქმით, 13 ახალი გაოჯანმრთელებულიდან 3 ინფექციური საავადმყოფოდანაა. „ჩვენს ცენტრში არ მოთავსებულა ახალი პაციენტი და რჩება ისევ 44 პაციენტი. რაც შეეხება მათ მდგომარეობას, კვლავ უცვლელია. ერთი კრიტიკული პაციენტია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშიმ პირველი დღე იყო, როცა დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნეოდა, თუმცა კვლევების შედეგებით პროცესის სტაბილიზაცია ვერ მივიღეთ. ამიტომ, მაინც კრიტიკული პაციენტია. გვყავს ერთი მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი. მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ალბათ, გადაინაცვლებ საშუალო სიმძიმის პაციენტების რიცხვში. დანარჩენი პაციენტები არიან საშუალო და მსუბუქი სიმძიმის. მოზარდები გვყავდა 11 და ხუთმა დატოვა კლინიკა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 13 გამოჯანმრთელებულებულს შორის 3 ჩვენი პაციენტია და სულ 82-ს შეადგენს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)