|
2020-05-07 22:49:37, 15349 ნახვა
ომი უკრაინაში
500-მდე გამოკვლეულ მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა
ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტების: ,,სარფი", ,,ლაგოდეხი", ,,ვალე", ,,ნინოწმინდა'', ,,კარწახი'', ,,ბათუმის პორტის", ბათუმის აეროპორტის", ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის" და ,,კარწახი-ახალქალაქი-სარკინიგზოს" 500-მდე მებაჟე ოფიცერს, გამოკვლევა ჩაუტარდა. კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა. ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი ნიმუშების შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განუცხადა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი შემოსავლების სამსახურის სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ეტაპობრივად განხოციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)