|
2020-05-07 20:35:00, 16417 ნახვა
ომი უკრაინაში
კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ მომუშავე, კოვიდ19-ით ინფიცირებული ექთნის ყველა შესაძლო კონტაქტი მოძიებულია
კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ბოჭორიშვილისა და საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ მომუშავე, კოვიდ19-ით ინფიცირებული ექთნის ყველა შესაძლო კონტაქტი მოძიებულია. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ყველა შესაძლო შემთხვევას აუღეს კოვიდ19-ზე ტესტი და უკვე გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. „მთელი კახეთის მასშტაბით, განსაკუთრებით, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის გაფართოებული და მიზანმიმართული კვლევები ტარდება. სწორედ ამ დროს აუღეს ინფიცირებულ ექთანს ნიმუში და დღეს დილით დადებითი პასუხი მივიღეთ. ჩვენ მაშინვე დავიწყეთ ყველა კონტაქტის ძიება. ყველა კონტაქტი მოძიებულია, როგორც ოჯახის, ასევე სხვა შესაძლო კონტაქტი, როგორც სამედიცინო პერსონალთან, ასევე თბილისშიც. ტესტები აღებულია და გაგზავნილია. ალბათ, ხვალ დილით პასუხები მზად იქნება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)