22:19 - 13 Aug, 2026
|
2020-05-07 11:02:05, 8566 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 ახალი ინფიცირებული პაციენტიდან ყველას წყარო ცნობილია, აქედან 3 საკარანტინე სივრციდანაა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 ახალი ინფიცირებული პაციენტიდან ყველას წყარო ცნობილია, აქედან 3 საკარანტინე სივრციდანაა. მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 47 პაციენტია მოთავსებული. „5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. აქედან 3 საკარანტინე სივრციდანაა და მიმდინარეობს მათი კონტაქტების ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა. ჩვენს ცენტრში ახალი დადასტურებული პაციენტი არ მიგვიღია. ამ ეტაპზე გვყავს 47 დადასტურებული პაციენტი, რადგან გუშინ ოთხმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა კლინიკა. დღესდღეობით გვყავს 79 გამოჯანმრთელებული პაციენტი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)