|
2020-05-06 16:07:16, 1919 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე Freedom House-ის ანგარიშზე - როგორც ვიცი, ფაქტობრივი უზუსტობებია
„როგორც ვიცი, ფაქტობრივი უზუსტობებია, დეტალურად არ ვიცი, წავიკითხავ და შემდეგ გაგცემთ პასუხს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძე Freedom House-ის ანგარიშსს. მისი თქმით, უზუსტობაა მამუკა ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით. თუმცა დოკუმენტს ის ზუსტად არ გაცნობია და სრულ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, როცა ანგარიშსს ნახავს. „ჯერჯერობით მწირი ინფორმაცია მაქვს და მაგალითად, ვიცი, რომ საუბარია რამდენიმე უზუსტობაზე, გეტყვით იმაზე, რაც თვალში მომხვდა. მაგალითად, ხაზარაძესთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მის მიმართ გამოძიება დაიწყო და ბრალი წაუყენეს მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში მოვიდა. ეს ფაქტობრივი უზუსტობაა, არა შეფასებითი, არამედ ფაქტობრივი, რადგან ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაცილებით ადრე გააკეთა და გამოძიება გაცილებით ადრე იყო დაწყებული. როგორც ვიცი, ფაქტობრივი უზუსტობებია, დეტალურად არ ვიცი, წავიკითხავ და შემდეგ გაგცემთ პასუხს“, - განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ Freedom House-მა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ სასამართლო სისტემა დიდი ხანია, რაც საქართველოს პოლარიზებულ პოლიტიკას წარმოადგენს. განხილვის ერთ-ერთი საგანი იყო „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებლის საქმე. ანაგარიშში ვკითხულობთ, რომ „პოლიტიკურ დარგში ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე გამოჩნდა თუ არა, მაშინვე ფულის გათეთრების ბრალდება წაუყენეს“.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)