|
2020-05-06 12:12:16, 11338 ნახვა
ომი უკრაინაში
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - მეექვსე დღეა რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, რეგიონში მეექვსე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისი თქმით, აჭარაში განკურნებულ პირთა რაოდენობა 36-ს შეადგენს. „უკანასკნელი ექვსი დღის განმავლობაში, რეგიონის ტერიტორიაზე ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვქონია. რეგინში განკურნებული სულ 36 პირია, რომლებიც რეაბილიტაციის პერიოდს გადიან შესაბამის საკარანტინე სივრცეში ან თვითიზოლაციაში. რაც შეეხება ე.წ. ქობულეთის კლასტერს, რეგისტრირებული პირების რაოდენობა ისევ 36 რჩება. სამივე სოფელში ყველა პირს, რომლებიც აღრიცხული იყვნენ როგორც კონტაქტირებული პირები, მოეხსნათ იზოლაციის პერიოდი და უკვე მიმდინარე კვირის ბოლოს ორი ინკუბაციური პერიოდი არის მილევადი, როდესაც ახალი შემთხვევები აღარ დაგვირეგისტრირებია. რაც შეეხება ქალაქის ტერიტორიას, აქ უკანასკნელად გამოვლენილი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებული 16 პირი რჩება იზოლაციის რეჟიმში“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)