22:21 - 13 Aug, 2026
|
2020-05-06 10:48:01, 9507 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში ერთი კრიტიკულად მძიმე და ორი საყურადღებო პაციენტი მკურნალობს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში ერთი კრიტიკულად მძიმე და ორი საყურადღებო პაციენტი მკურნალობს. მისი თქმით, კრიტიკული პაციენტს აქვს მძიმედ მიმდინარე პნევმონია და ორი თანმხლები დაავადება. „მძიმე პაციენტებიდან გვრჩება ის ერთი მძიმე. მას აქვს ძალიან მძიმე პნევმონია. არის ასაკოვანი და ორი თანმხლები დაავადება აქვს. მასთან ჯერ არანაირი სტაბილიზაცია არ გვაქვს. 7 პაციენტი გვყავდა საყურადღებო, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათთან არ მოხდა დაავადების პროგრესირება და მხოლოდ ორი საყურადღებო პაციენტი გვრჩება. ჩვენ ახალი პაციენტი არ გვყავს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)