17:23 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-04 14:16:07, 1158 ნახვა

კომენტარი
მაჭავარიანი: საგადასახადო კოდექსში ინიცირებული ნორმა კომპანიებს ავალდებულებს, დაწესებული შეღავათების მისაღებად, შესაბამის ორგანოებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ

საგადასახადო კოდექსში ჩვენ მიერ ინიცირებულია ნორმა, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს დაწესებული შეღავათების მისაღებად, შესაბამის ორგანოებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც მან საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი წარადგინა.

 მისი განცხადებით, ცვლილებები შეეხება საშემოსავლო გადასახადის ე.წ. სუბსიდირებას, რომლის მიზანია, დამსაქმებლებს შეუმცირდეთ ყოველთვიური ხარჯები და ჰქონდეთ შესაძლებლობა, მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და დაქირავებულ პირებს აუნაზღაურონ მათი ხელფასები.

 „ჩვენ ერთი მხრივ, გვექნება შეღავათი საშემოსავლო გადასახადზე კომპანიებისთვის და მეორე მხრივ, გვექნება, ასევე, ექვსი თვის განმავლობაში, ჯამში, 1200 ლარის დახმარება ადამიანებზე, რომლებიც ოფიციალურად იყვნენ დასაქმებულები და დროებით არიან უხელფასო შვებულებაში ან უბრალოდ ვერ იღებენ ხელფასს ამ პერიოდის განმავლობაში. ორივე შემთხვევაში, ჩვენ საგადასახადო კოდექსში ვამატებთ ნორმას, რომლის მიხედვითაც, კომპანიებს სწორი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება ეკისრებათ. თუ ისინი არასწორად მოგვაწვდიან ინფორმაციას, ამ შემთხვევაში, აღნიშნული შეღავათის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან. ეს მიზნად ისახავს იმას, რომ თავიდან ავირიდოთ არასწორი, მცდარი მონაცემების მოწოდება და პასუხისმგებლობა გადანაწილდეს გადამხდელზეც", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

 როგორც მან აღნიშნა, საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან ერთად, ინიცირებულია  საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც შეეხება  მიზობრივი ჯგუფებისთვის მომზადებულ საკომპენსაციო პაკეტს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics