|
2020-05-04 12:31:03, 1394 ნახვა
კომენტარი
ტიკარაძე მეცხრე გარდაცვლილზე - ნათლად გამოიკვეთა, რომ კოვიდ ინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდ19-ით გარდაცვლილ მეცხრე პაციენტზე ისაუბრა და განმარტა, რომ კოვიდ ინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა. მისი თქმით, ჩვენი ექიმები ამ მიმართულებითაც გაცილებით უფრო მეტი ყურადღებით იქნებიან სხვა პაციენტებთან მიმართებით. „გუშინ გარდაიცვალა ქალბატონი, რომელიც იყო 58 წლის. ეს ფაქტი არის, რა თქმა უნდა, აღსანიშნავი და ჩვენი ექიმები ამ მიმართულებითაც გაცილებით უფრო მეტი ყურადღებით იქნებიან სხვა პაციენტებთან მიმართებით, ვინაიდან უკვე ნათლად გამოიკვეთა, რომ კოვიდ ინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში გუშინ კოვიდ19-ით 58 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კორონავირუსით შუა ხნის პაციენტი გარდაიცვალა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)