|
2020-05-02 09:43:25, 2994 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში გადაუდებელი სიტუაციის დროს, კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ნებართვა გასცეს
Reuters-ის ცნობით, აშშ-ში „სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ“ გადაუდებელი სიტუაციის დროს, კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ნებართვა დაუშვა. ეს ქმნის წინაპირობას იმისას, რომ აშშ-ში მედიკამენტის ფართო გამოყენება დაიწყონ. კომპანია „გილიადის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის კოვიდ19-ის წინააღმდეგ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. „გილეადის“ განცხადებით, პრეპარატი ხელს შეუწყობს COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტის შედეგების გაუმჯობესებას. აქვე აღნიშნავს, რომ პრეპარატის მიღება რეკომენდირებულია მაშინ, როცა კორონავირუსით გამოწვეულ სუნთქვის უკმარისობასთან გვაქვს საქმე და პაციენტებს ჟანგბადის ხელოვნური მიწოდება ესაჭიროებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ შეერთებულ შტატებში ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIH) ჩაატარა კვლევა და მონაცემებმა აჩვენა, რომ "რემდესივირი" ჰოსპიტალიზაციას 31%-ით ამცირებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)