|
2020-05-01 11:19:16, 2229 ნახვა
მსოფლიო
ევროპის ეკონომიკა ღრმა რეცესიაში შევიდა
ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ევროპის ეკონომიკა ღრმა რეცესიაში შევიდა. - ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება. პირველ კვარტალში იძულებითი საკარანტინო ზომების გამო და საწარმოების დახურვის შედეგად, ევროზონის ეკონომიკა შემცირდა 3,8%-ით. ეს არის ყველაზე დიდი დაცემა იმ დროიდან, რაც ევროპის საერთო სტატისტიკის წარმოება 1995 წლიდან დაიწყო. ეკონომიკური ვარდნა, რომელიც კარანტინის გამოა გამოწვეული ბევრად სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი. "კორონავირუსის პანდემიამ დაგვაყენა ისტორიული მასშტაბის გამოწვევის წინაშე. მსოფლიო ეკონომიკა და მათ შორის გერმანიის ეკონომიკა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდ ვარდნას განიცდის. ჩვენ ყველაზე დიდი რეცესიის წინაშე ვდგავართ" - განაცხადა გერმანიის შრომის მინისტრმა ჰუბერტ ჰაილიმ. იტალიის ეკონომიკა შემცირდა 4,5%-ით, ესპანეთის 5%-ით, საფრანგეთის 5,8%-ით, ამ ვარდნით საფრანგეთმა საკუთარი, ანტირეკორდი მოხსნა, როცა 1968 წელს ქვეყნის ეკონომიკა 5,3%- ით დაეცა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)