|
2020-04-30 11:36:27, 5392 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით 2570-მდე სამხედრო უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით 2570-მდე სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მედალი „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის" 1800-ზე მეტმა ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა მიიღო, რომლებმაც გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი ერაყსა და კოსოვოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით შეიტანეს. მინისტრის ბრძანების თანახმად, სამხედრო სამსახურის უმწიკვლოდ შესრულებისათვის 680-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ I, II და III ხარისხის უწყებრივი მედლები -„უმწიკვლო სამსახურისათვის" მიიღო. წლის განმავლობაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის კი, 90 სამხედროზე მეტი სხვადასხვა უწყებრივი მედლით დაჯილდოვდა. მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალების დღეს მათ მედლები „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „სამშობლოსათვისთავდადებული“ გადაეცათ. დღესვე ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, წლის განმავლობაში გამოჩენილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის 24 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)