|
2020-04-27 17:45:48, 5002 ნახვა
სამხედრო
თეთრიწყაროს რაიონს სამხედრო მოსამსახურეები სამართალდამცავებთან ერთად მკაცრად აკონტროლებენ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალებმა დამატებით რამდენიმე საკონტროლო გამოშვები პუნქტი მოაწყო. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, რაიონის შესასვლელსა და გამოსასვლელს აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ. მეოთხე ბრიგადის პირადი შემადგენლობა სამ ლოკაციაზე, ერთ სტატიკურ და ორ მობილურ გამშვებ პუნქტზე მორიგეობს. ჯარისკაცები სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების პროცესს მკაცრად აკონტროლებენ და მოსახლეობას თერმოსკრინინგს უტარებენ. საკარანტინო ზონაში არსებულ ვითარებას დღეს ქვედანაყოფის მეთაური, პოლკოვნიკი ვეფხვია ჩალაბაშვილი ადგილზე გაეცნო. მან მეოთხე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან მოინახულა და არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)