|
2015-08-16 10:15:23, 687 ნახვა
სამართალი
ბათუმში "ლიბერთი ბანკის" დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული გიორგი თ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი თ. 5 აგვისტოს ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალში ნიღბით და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული შეიჭრა, იარაღის მუქარით ბანკის მენეჯერსა და მოლარეებს ფული მოსთხოვა. ბრალდებულმა თანხის წაღება ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გიორგი თ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ბათუმში დააკავეს. პოლიციამ ნიღაბი და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)