|
2020-04-25 12:24:19, 1979 ნახვა
კომენტარი
მელია ანტიკრიზისულ გეგმაზე - გუშინდელი პრეზენტაცია თავიდან ბოლომდე პროპაგანდა იყო, რაც ემსახურებოდა მთავრობის ნაკლოვანებების გადაფარვას
გუშინდელი პრეზენტაცია თავიდან ბოლომდე პროპაგანდა იყო, რაც ემსახურებოდა მთავრობის ნაკლოვანებების გადაფარვას, - ასე ეხმაურება მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია. მისი თქმით, ის, რაც გუშინ გიორგი გახარიამ საზოგადოებას აკადრა, ენით აღუწერელი კადნიერებაა. „უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში რა ტყუილი არ მოგვისმენია ხელისუფლებისაგან. რა ფუჭი დაპირება არ გაუცია მილიარდელს და მის ხელისუფლებას საზოგადოებისთვის. ის, რაც გუშინ მათ იკადრეს არ უკადრებიათ გუშინდელ დღემდე არასდროს, ერთი საკუთარი თავისთვის და მეორე, რაც ყველაზე მტკივნეულად არის აღსაქმელისაზოგადოებისთვის. არ უკადრებიათ, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ვთქვა, რომ გუშინ მილიარდელის წარმომადგენელმა, ბატონმა გახარიამ არ მოატყუა ყველა, რადგან უბრალოდ, ძალიან ბევრი საზოგადოებრივი ფენა და კატეგორია, რომელიც დახმარების მოლოდინშია, არც კი უხსენებია. შესაბამისად, ვერც მოატყუებდა. ეს არის ენით აღუწერელი კადნიერება, რაც გუშინ მილიარდელის წარმომადგენელმა გახარიამ აკადრა საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს. გუშინ, მთელი საათის განმავლობაში, ბატონი გახარია საუბრობდა ციფრებზე, პროცენტებზე, რიცხვებზე, შავი გაასაღა თეთრად, პირველი კაცი ბოლოდ და ბოლო პირველად. თურმე არ ქონია ამ ყველაფრის საუბრის საფუძველი მთავრობას. საგანგებო ბიუჯეტი არ არის. სად არის ის წყალწაღებული 3 მილიარდ 500 მილიონი ლარი? არ არის, არ არსებობს ეს თანხა. გუშინდელი პრეზენტაცია თავიდან ბოლომდე იყო პროპაგანდა და მეტი არაფერი. ეს ემსახურებოდა რამდენიმე დღით თავიანთი ძირითადი ნაკლოვანებების გადაფარვას, მაგრამ რამდენიმე დღემაც კი ვერ გასტანა და უკვე ყველამ ვიცით რასთან გვაქვს საქმე. საგანგებოს ბიუჯეტს, რომელსაც ვერ ამტკიცებენ. რადგან არ არსებობს დაფინანსების წყაროები და მაისის ბოლომდე ვერ აკეთებენ ამას, რაც ნიშნავს, რომ მაისის ბოლომდე დახმარება ვერავიმდე ვერ მივა, ვერც ერთი ოჯახის კარამდე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)