|
2020-04-24 21:17:11, 1721 ნახვა
კომენტარი
თურნავა - განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე
განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე და ეს პირველ რიგში არის სოფლის მეურნეობა და სოფლის მეურნობის გადამამუშავებელი სექტორი, კვების ინდუსტრია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს ბევრი ქვეყანა პრიორიტეტებს სხვაგვარად მიუდგა და მეტ ყურადღებას მიაქცევს საკუთარ პოტენციალს. საქართველო, სადაც ძალიან დიდი პოტენციალია სოფლის მეურნეობის განვითარების, შესანიშნავი პლატფორმაა, რომ საკუთარი მოთხოვნა საკუთარი წარმოების რესურსით დავაკმაყოფილოთ" , - აღნიშნა ნათია თურნავამ. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის შექმნილი რთული ვითარებიდან ეტაპობრივ გამოსვლას შეეხება. მასში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე და ბიზნესის მხარდაჭერაზე.
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)