|
2020-04-24 18:12:02, 1788 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე 200 ლარიან დახმარებაზე - მოთხოვნა მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა დღეში 6 ლარად ცხოვრება დაიწყონ
"მოთხონა მაქვს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა და საქართველოს კაბინეტის წევრებმა დაიწყონ დღეში 6 ლარად ცხოვრება", - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გრიგოლ ვაშაძე მოქალაქეებისთვის 200 ლარიანი დახმარების გაწევის საკითხს. მანვე დაამატა, რომ იმ "ოცნებებს", რაც დღეს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას მოვისმინეთ, არაფერი აქვს საერთო ეკონომიკის გაჯანსაღებასა და საქართველოს მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დაცვასთან. "ამას ვერაფერს ვერ დაარქმევ თუ არა "ქართული ოცნების" ოცნებას. იმიტომ, რომ ეკონომიკის გაჯანსაღებასა და საქართველოს მოქალაქის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის დაცვასთან იმ ოცნებებს, რაც დღეს მოვისმინეთ არაფერი საერთო არ აქვს. ანტიკრიზისული გეგმა უნდა შედგებოდეს ორი ნაწილისგან. პირველი ნაწილი, სასწრაფოდ შემსუბუქება საგადასახადო ზეგავლენის და მეორე, ლიბერალიზაცია მონეტარული პოლიტიკის იმისათვის, რომ ეს 100%-იანად დაეტყოს საქართველოს მოქალაქეს. მოთხოვნა მაქვს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა და საქართველოს კაბინეტის წევრებმა დაიწყონ დღეში 6 ლარად ცხოვრება", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)