|
2020-04-24 16:33:21, 1512 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე - ის, რაც ჩვენი ოპონენტებისთვის არის ჯარიმა და სანქცია, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს
"ის, რაც ჩვენი ოპონენტებისთვის არის ჯარიმა და სანქცია, ჩვენი სხვა მოქალაქეების, საზოგადოების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს", - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ თითოეული ჩვენგანის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ შესაძლოა მცირე ეპიდაფეთქება ან რეგიონის ჩაკეტვა გამოიწვიოს. "ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი მთავარი არგუმენტი, რომ ის, რაც ჩვენი ოპონენტებისთვის არის ჯარიმა და სანქცია, ჩვენი სხვა მოქალაქეებისთვის, საზოგადეობისთვის არის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის მყისიერი საფრთხე. თქვენ იცით, რომ ექიმებმა, ექთნებმა ეპიდემიოლოგებმა კოლოსალური სამუშაო გასწიეს ამ თვეების განმავლობაში. თქვენ ასევე იცით, თუ რამხელა არის რისკები თითოეული ჩვენთაგანის უპასუხისმგებლო დამოკიდებულების შემთხვევაში, რომ ამან შესაძლოა მცირე ეპიდაფეთქება ან რეგიონის ჩაკეტვა გამოიწვიოს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)