|
2020-04-24 15:54:14, 1334 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე, ვისაც ჭირდება ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ეკონომიკური მხარდაჭერა
„ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე, ვისაც ჭირდება ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ეკონომიკური მხარდაჭერა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის არსებულ კარგ კოორდინაციაზე გაამახვილა ყურადღება და გეგმის შემუშავებაში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა. „პრემიერმინისტრმა წარადგინა სოციალური და ეკონომიკური დახმარების ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, ასევე წარადგინა ეკონომიკური აქტივობების აღდგენის გეგმა. მართლაც აღსანიშნავია, რომ იყო კარგი კოორდინაცია და კარგი თანამშრომლობა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის საერთო ამოცანების გარშემო. ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერით, ამ თანამშრომლობით ჩვენ მოვიგეთ დრო კოვიდ ინფექციის შეკავების პროცესში და ეს დრო გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მოგვემზადებინა სოციალური და ეკონომიკური დახმარების გეგმა და ეკონომიკური აქტივობების განახლების გეგმა. ამ გეგმით ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე, ვისაც ჭირდება ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ეკონომიკური მხარდაჭერა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს საზოგადოებას, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, ჩვენს პარტნიორებს სწორედ საერთო ძალისხმევით მოხერხდა ამ ნაბიჯების გადადგმა და ამ გეგმის შემუშავება",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)