22:31 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 15:12:23, 1496 ნახვა

კომენტარი
საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპები - პრემიერის განცხადება

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა.

გახარიამ დაასახელა შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობამ გამოიწვია.

პრემიერის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის პირველ ეტაპზე, კერძოდ, 27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება, ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

მეორე ეტაპი, რომელიც პრემიერის განცხადების, სავარაუდოდ ორი კვირის შემდეგ დადგება, იქნება მშენებლობის, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმინობის, სამშენებლო მასალების წარმოების, ავტოსამრეცხაოებისა და ავტოსერვისების სრულად, კომპიუტერების, პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტისა და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირების დაშვება.

მესამე ეტაპზე გაიხსნება საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან. ასევე, ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა.

მეოთხე ეტაპზე გაიხსნება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

მეხუთე ეტაპზე გაიხსნება დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორანი /კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით.

მეექვსე ეტაპზე კი გაიხსნება გასართობი, სპორტული-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა. აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი, სასტუმროები, საგანამათლებლო დაწესებულებები, ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში).









ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics