|
2020-04-24 14:54:07, 1361 ნახვა
კომენტარი
შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპზე სრულად აღდგება სამშენებლო კომპანიების საქმიანობა და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპზე სრულად აღდგება სამშენებლო კომპანიების საქმიანობა და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება. „მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, იქნება ორი კვირის შემდეგ. თუმცა ასევე ეპიდემიოლოგიული მდგომარეობის შეფასებით, ეს იქნება მშენებლობა, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოებისა და ავტოსერვისების სრულად, კომპიუტერების, პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირების აღდგენა - ესაა მეორე ეტაპი და ფაქტობრივად, პირველი მეორე და მესამე ეტაპი, ეს ის ძირითად საქმიანობებია, რომლებიც ძირითადად ღია სივრცესთანაა დაკავშირებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)