|
2020-04-24 14:45:49, 1387 ნახვა
კომენტარი
გახარია - არაფორმალური და თვითდასაქმებული მოქალაქეები ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თვითდასაქმებულ და არაფორმალურად დასაქმებულ მოქალაქეებს, სახელმწიფო ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით დახმარებას გაუწევს. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ადამიანების იდენტიფიცირება საკმაოდ რთული პროცედურა იქნება და ჯამში 75 მილიონი ლარი დაიხარჯება ამ ღონისძიების ფარგლებში. " ჩვენი მოქალაქეების ფენა, რომლებიც არაფორმალურად იყვნენ დასაქმებულები ან თვლიდნენ თავს თვით დასაქმებულად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოსთვის უკიდურესად რთულია მათი იდენტიფიცირება, რადგან ისინი არცერთ ოფიციალურ ბაზებში და არც წყაროებში არ აღირიცხებიან, სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, რომ სოციალური დახმარების სამსახურის მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალური გამარტივების გზით, დახმარება გაუწიოს ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით, მაშინ, როდესაც მათი იდენტიფიცირება მოხდება. ამ ღონისძიების ფარგლებში 75 მილიონი ლარი დაიხარჯება", - განაცხადა გახარიამ. .
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)