|
2020-04-23 17:13:05, 1288 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი - ძირითადი ფერმერული საქმიანობა არ შეჩერებულა, ჩვენ ვახორციელებთ საგაზაფხულო სამუშაოებ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადების თანახმად საგაზაფხულო ძირითადი ფერმერული სამუშაოები არ შეწყვეტილა. მისი თქმით, ეკონომიკური დახმარების პაკეტში გათვალისწინებულია გაზრდილი დაფინანსება ფერმერების სამუშაო პროგრამების ფარგლებში. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი ფერმერული საქმიანობა არ შეჩერებულა; ჩვენ ვახორციელებთ საგაზაფხულო სამუშაოებს. არ შეჩერებულა არცერთი სახელმწიფო პროგრამა, არ შემცირებულა დაფინანსება, არამედ პირიქით, ეკონომიკური დახმარების პაკეტში გათვალისწინებულია გაზრდილი დაფინანსება იმ პროგრამების, რომლითაც ჩვენი ფერმერები სარგებლობენ. ამასთანავე, ნებისმიერ დაინტერესებულს, რომელიც დაუბრუნდება სოფელს და აქვს ინტერესი ჩაერთოს სოფლის მეურნეობაში, შეუძლია ამ პროგრამებით ისარგებლოს. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის პროგრამა არის 10-ზე მეტი. მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია შეუძლია ჩვენი საინფორმაციო-საკინსულტაციო სამსახურებისგან, ასევე სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითრების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდიდან arda.gov.ge მიიღოს. არსებული ვითარების გათვალისწინებით, დამატებითი ინსტრუმენტები შევქმენით. პრემიერ-მინისტრს ექნება დეტალური პრეზენტაცია, რის შემდეგაც ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენი მიმართულების საკითხებზე".-განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)