21:40 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 13:05:04, 1334 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი - ახლა, როდესაც პიკის ფაზაში შევდივართ, არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას - არ შეიძლება მოდუნება

ახლა როდესაც პიკის ფაზაში შევდივართ, ასეთი შეფასებების მიუხედავად არ უნდა მვიეცეთ თვითკმაყოფილება, არ შეიძლება მოდუნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გაეროს გენერალურმა მდივანმა უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ, კორონავირუსთან საბრძოლველად გადადგმულ ნაბიჯებს.

„ყველა მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღემდე ვინარჩუნებეთ დაბალ მაჩვენებლებს და ვიმსახურებთ მაღალ საერთაშორისო შეფასებას, ამის კიდევ ერთი მაგალითია, გუშინდელი ჩემი საუბარი, გაერთოს გენერალურ მდივანთან, მან უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს, კერძოდ, ხაზი გაუსვა, რომ წინსწრებით მიღებულმა ზომებმა განაპირობა პირველ ეტაპზე მიღწეული წარმაებები, ამით უნდა ვამაყობდეთ. თუმცა, ახლა როდესაც პიკის ფაზაში შევდივართ, ასეთი შეფასებების მიუხედავად არ უნდა მვიეცეთ თვითკმაყოფილება, არ შეიძლება მოდუნება, პირიქით, ყველამ ვიცით, რომ დაწყებული შიდა გავრცელება სიტუაციის უფრო გამძიმებას გამოიწვევს, მთავარია შიდა გავრცელების ზრდის ტემპი დარჩეს კონტროლ ქვეშ და ყველა მძიმე პაციენტის მკურნალობა იყოს შესაძლებელი, იყოს მათთვის ადგილები, როგორც აქამდე შევძელით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics