21:41 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-21 12:28:15, 1338 ნახვა

კომენტარი
ბოკერია - „ევროპული საქართველო“ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, ეკონომიკური გეგმის გარეშე, მხარს არ დაუჭერს

 „ეკონომიკური გეგმის გარეშე, რაც გულისხმობს გადასახადების არსებით დაწევას, საპენსიო გადასახადების შეჩერებას და ამ ფულის ადამიანებისთვის დაბრუნებას და კონკრეტულად გაწერილი ნაბიჯების გარეშე, რაც გამოიყვანს ქვეყანას ამ უმძიმესი მდგომარეობიდან ნელ-ნელა, ვერ დავუჭერთ მხარს ასეთ რეჟიმს“, ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ მხოლოდ გონივრულ შეზღუდვებს დაუჭერს მხარს.

„ევროპული საქართველო“ მხარს დაუჭერს ყველა გონივრულ შეზღუდვას, რაც სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავადაა საჭირო, მაგრამ ამ აბსურდული შეზღუდვებით, რისი მაგალითიცაა ცოლ-ქმრის დაჯარიმება ერთმანეთის გვერდით ჯდომისთვის, ზოგადად ამ ტიპის შეზღუდვები, მანქანით გადაადგილება და ბევრი სხვა რამე, ისევე, როგორც მკაფიო კრიტერიუმების გარეშე, სადაც შეუძლებელი იქნება ერთ სფეროში ერთი სუბიექტი დახურონ, მაგალითად „სუფთა სახლი“ და სხვებმა რატომღაც იმუშავონ - ამ აბსურდის გაუქმების გარეშე და ასევე, ეკონომიკური გეგმის გარეშე, რაც გულისხმობს გადასახადების არსებით დაწევას, საპენსიო გადასახადების შეჩერებას და ამ ფულის ადამიანებისთვის დაბრუნებას და კონკრეტულად გაწერილი ნაბიჯების გარეშე, რაც გამოიყვანს ქვეყანას ამ უმძიმესი მდგომარეობიდან ნელ-ნელა, ვერ დავუჭერთ მხარს ასეთ რეჟიმს იმიტომ, რომ ეს არის საზიანო ქვეყნისთვის“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდი დღეს იწურება. პარლამენტი საგანგებო სესიის ფარგლებში 22 და 23 აპრილს შეიკრიბება და იმსჯელებს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics