|
2020-04-21 10:02:34, 3449 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს ნავთობის ფასი, პირველად ისტორიაში, ნეგატიური ნიშნულამდე დაეცა
აშშ-ს ნავთობის ფასი, პირველად ისტორიაში, ნეგატიური ნიშნულამდე დაეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მისივე ცნობით, აღნიშნული მოვლენა, კორონავურუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება, რამაც ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად შეამცირა. ამან კი რეზერვუარების გადავსება გამოიწვია. შედეგად, გადავსებული რეზევუარების გათავისუფლების მიზნით, ნავთობკომპანიები თავად გადაუხდიან მყიდველს თანხას. ამერიკული West Texas Intermediate- ის მარკის ნავთობის ფასი, უარყოფით ნიშნულამდე დაეცა და მან ბარელზე მინუს 37,63 აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ ამ თვის დასაწყისში, ოპეკის წევრები და მისმა მოკავშირეები საბოლოოდ შეთანხმდნენ რეკორდულ გარიგებაზე, რომლის მიხედვითაც ნავთობის გლობალური წარმოება დაახლოებით 10% -ით უნდა შემცირებულიყო. მაგრამ ბევრი ანალიტიკოსი ამბობს, რომ შემცირებები არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ბაზარზე სიტუაცია დასტაბილურებულიყო. „დიდი დრო არ დასჭრდება იმის აღიარებას, რომ Opec +– ის გარიგება, დღევანდელი ფორმით, არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ დაბალანსდეს ნავთობის ფასი“, - განაცხადა BBC-სთან სტივენ ინესმა, Axicorp– ის გლობალური ბაზრის ანლიტიკოსმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)