|
2020-04-17 21:46:01, 1687 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი - კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პიკი გარდაუვალია და ეს დაავაადება ყველას შეიძლება შეეხოს
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პიკი გარდაუვალია და ეს დაავაადება ყველას შეიძლება შეეხოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ახლა იწყება შიდა გავრცელების კრიტიკული ფაზა, რომელიც გულისხმობს ინფიცირებულების რაოდენობის მკვეთრ ზრდას და დიდი ალბათობით, მსხვერპლის მნიშვნელოვნად მატებას. „ყველა მონაცემი, სხვა ქვეყნების გამოცდილება, ექიმების გაფრთხილებები, ეპიდემიოლოგების შეფასებები და მიმდინარე პროცესი გვიჩვენებს, რომ არ გვაქვს არც მოდუნების და არც თვითკმაყოფილების უფლება. პირიქით, ახლა იწყება შიდა გავრცელების კრიტიკული ფაზა, რომელიც გულისხმობს ინფიცირებულების რაოდენობის მკვეთრ ზრდას და დიდი ალბათობით, მსხვერპლის მნიშვნელოვნად მატებას. ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ურთულეს გამოწვევას, თუ არ გვინდა, რომ საქართველომ გაიზიაროს ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც ჩვენზე უფრო ბევრად ძლიერი ქვეყნები ვერ აცდნენ. თუ დაწვრილებით არ ვიცით და ვერ გავთვლით, როდის იქნება ეს პიკი, ერთი რამ მაინც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პიკი გარდაუვალია, ისევე როგორც უნდა გვესმოდეს რომ ეს დაავადება ყველას შეიძლება შეეხოს. ამიტომ, ისევე, როგორც პირველ ეტაპზე, მთავრობამ მოახდინა დროული და ეფექტიანი რეაგირება, რამაც ჩვენი ქვეყანა სამაგალითო ქვეყნების რიგში ჩააყენა. დღესაც, ამ კრიტიკულ მომენტში, სიტუაციის უფრო დამძიმებამდე იღებს აუცილებელ ზომებს და როგორც იცით, ამ დღეებში მომმართავს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)