22:24 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-17 16:24:43, 1502 ნახვა

კომენტარი
მეუფე იაკობის განცხადებით, გამყრელიძემ და იმნაძემ ბოდიში უნდა მოიხადონ, რადგან ხალხს აღდგომას ტაძარში წაუსვლელობისკენ მოუწოდებენ

ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ, რადგან ხალხს აღდგომას ტაძარში წაუსვლელობისკენ მოუწოდებენ.

მისი თქმით, ეკლესიისთვის რაიმეს გადაბრალება არავის არ გაუვა.

„ეკლესიაზე დარწყმა ხორციელდება. მინდა იცოდნენ, რომ ეკლესიაზე გადაბრალება არავის არ გაუვა. ყველამ მიხედოს თავის საქმეს, ჩვენ დავდივართ წირვაზე და მაგათთან (ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძესთან) დაინფიცირებული ხალხი ჩვენთან მოდიან. მე ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ, რადგან აღდგომას ტაძარში წაუსვლელობისკენ მოუწოდებენ ხალხს. უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ, რადგან ღირსება შერჩეთ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics